სამართალი
საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურზე ცესკო-ში 307 საჩივარია შესული

 საქართველო, 30 ნოემბერი, საქინფორმი. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურზე ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში 307 საჩივარია შესული. ცესკო-ს ინფორმაციით, საჩივრების დიდი ნაწილი საუბნო საარჩევნო კომისიებში არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სხვადასხვა პოლიტიკური სუბიექტის მიერაა დაწერილი და, ძირითადად, პროცედურული ხასიათის საკითხებს მოიცავს. მათ შორისაა საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრებისა და საარჩევნო უბნის შედეგების ბათილობის მოთხოვნა. შედეგების ბათილობასთან დაკავშირებული საჩივარი ხუთ უბანს ეხება: სიღნაღისა და წყალტუბოს თითო-თითო უბანი, მარნეულის სამი უბანი და ხულოში გადასატანი ყუთი.

ცესკო-ს ინფორმაციით, კომისია საჩივრებს კანონით დადგენილ ვადებში განიხილავს და შესაბამის რეაგირებას მოახდენს.