აქტუალური
სალომე ზურაბიშვილმა რუსთავისა და თელავის გარდა არჩევნები ყველა ქალაქში მოიგო

 საქართველო, 30 ნოემბერი, საქინფორმი. ცესკო-ს წინასწარი შედეგების მიხედვით, საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ქართული ოცნების მხარდაჭერილმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა რუსთავისა და თელავის გარდა ყველა ქალაქში გაიმარჯვა.

თელავში გრიგოლ ვაშაძეს 51,19% (16 644 ხმა) აქვს, სალომე ზურაბიშვილს კი - 48,81% (15 868 ხმა).

რუსთავში გრიგოლ ვაშაძემ 51,51% (28 349 ხმა) მოიპოვა, სალომე ზურაბიშვილს კი რუსთავის ამომრჩეველთა 48,49%-მა დაუჭირა მხარი (26689 ხმა).

დანარჩენ ქალაქებში, ცესკო-ს წინასწარი შედეგების მიხედვით, გამარჯვება სალომე ზურაბიშვილმა მოიპოვა.

ამასთან, ცესკო-ს წინასწარი შედეგების მიხედვით, თბილისის 10-ვე საარჩევნო ოლქში სალომე ზურაბიშვილმა მოიგო.