უცხოეთი
პოროშენკო ნატო-ს მოუწოდებს აზოვის ზღვაში გემები გაგზავნოს

 საქართველო, 30 ნოემბერი, საქინფორმი. უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო ნატო-ს მოუწოდებს, აზოვის ზღვაში გემები გაგზავნოს. მისი თქმით, ეს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მხარდაჭერის ნათელი მაგალითი იქნებოდა.

აღნიშნული განცხადება პეტრო პოროშენკომ ქერჩის სრუტეში განვითარებული მოვლენების ფონზე გერმანულ გამოცემა BILD-თან ინტერვიუში გააკეთა.

მისი თქმით, პუტინს აზოვის ზღვრის ანექსირება სურს.

„ერთადერთი ენა, რომელიც პუტინს ესმის, ეს არის ერთიანი დასავლეთი“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

პოროშენკომ უკრაინის ყველაზე ახლო მოკავშირედ გერმანია დაასახელა. მისი თქმით, 2015 წელს მინსკში გამართული მოლაპარაკებების დროს ანგელა მერკელმა უკრაინა „გადაარჩინა“. მან იმედი გამოთქვა, რომ გერმანია ახლაც მხარს დაუჭერს კიევს.

მანამდე გერმანიაში უკრაინის ელჩმა მოუწოდა ევროკავშირს და ნატო-ს, ქერჩის სრუტეში ვითარების დეესკალაციის პროცესში ჩაერიონ.

უკრაინა რუსეთს ქერჩის სრუტეში უკრაინული გემების წინააღმდეგ განხორციელებულ აგრესიაში ადანაშაულებს.

1tv.ge