რელიგია
ილია მეორე: გილოცავთ ისტორიულ დღეს, საქართველო აუცილებლად გამთლიანდება!

 საქართველო, 28 ნოემბერი, საქინფორმი. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურზე ხმა მისცა. უწმინდესმა საკუთარი არჩევანი კრწანისის საარჩევნო ოლქის მე-4 საარჩევნო უბანზე გააკეთა.

გილოცავთ ისტორიულ დღეს, ჩვენ მივეცით ხმა საქართველოს ძლიერ მომავალს, საქართველო აუცილებლად გამთლიანდება და ვიქნებით ბედნიერი. ღმერთმა დაგლოცოთ!, – აღნიშნა პატრიარქმა.