მალე სამების საპატრიარქო ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე სულიერებისა და კულტურის ცენრტი აშენდება. გრანდიოზულ პროექტში,რომლის ავტორიც კობა კობალაძე უამრავი სასულიერო და საერო პირია ჩართული.
კათოლიკოს-პატრიარქმა საკუთარ გამოსვლაში ცენტრის მშენებლობის უდიდეს მნიშვნელობაზე ისაუბრა. სულიერებისა და კულტურის ცენტრი სამების საპატრიარქო ტაძრის ჩრდილო აღმოსავლეთით 6630 კვადრატულ კილომეტრზე განთავსდება.. სამსართულიან შენობაში მუზეუმი, კათოლიკოს-პატრიარქის რეზიდენცია, ბერების სენაკები და სხვადასხვა სახელოსნო მოეწყობა. მუზეუმში წლების მანძილზე სხვადასხვა დროს საქართველოს ეკლესიის საჭეთმპყრობლისთვის ნაჩუქარ ნივთებს უკვე როგორც უძვირფასეს ექსპონატებს ისე გამოფენენ. საპატრიარქო რეზიდენცია მთლიანი ნაგეგობისგან გამოყოფილი იქნება. გაუკეთდება დამოუკიდებელი შესასვლელი და ექნება ეზოც.
დღეს საღამოს წარმოდგენილი მაკეტი სულიერების და კულტურის ცენტრის ბოლო ვერსია არაა და ის კიდევ უფრო დაიხვაწება, უახლოეს მომავალში კი მშენებლობაც დაიწყება.