რელიგია
საქართველო, 27 ნოემბერი, საქინფორმი. გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე ქარელში რუის-ურბნისის მიტროპოლიტს მეუფე იობს შეხვდა. შეხვედრას თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილიც ესწრებოდა.
სასულიერო პირთან შეხვედრის ამსახველი ფოტო პრეზიდენტობის კანდიდატის პრესსამსახურმა გაავრცელა. რაზე ისაუბრეს გრიგოლ ვაშაძემ და მეუფე იობმა, ცნობილი არ არის.