უცხოეთი
უკრაინის თავდაცვის სამინისტრო - უკრაინის შეიარაღებული ძალები სრულ საბრძოლო მზადყოფნაშია

 საქართველო, 27 ნოემბერი, საქინფორმი. აზოვის ზღვაში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით, უკრაინის შეიარაღებული ძალები სრულ საბრძოლო მზადყოფნაშია მოყვანილი, – ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

უკრაინის ეროვნული უშიშროების საბჭო 60-დღიანი საომარი მდგომარეობის შემოღების ინიციატივით გამოვიდა. უკრაინის პრეზიდენტი წინადადებას მხარს უჭერს. საომარი მდგომარეობის გამოცხადების საკითხს დღე უკრაინის უმაღლესი რადა რიგგარეშე სხდომაზე უყრის კენჭს.

რუსულმა ხომალდებმა უკრაინის კატარღებს ოდესის პორტიდან მარიუპოლის პორტში გადაადგილების დროს ცეცხლი გაუხსნეს. ინციდენტის შედეგად, უკრაინის ექვსი მოქალაქეა დაშავებული. უკრაინის პრეზიდენტის წარმომადგენლის ცნობით, რუს მესაზღვრეებს 20-ზე მეტი უკრაინელი სამხედრო ჰყავთ დაკავებული.

1tv.ge