რელიგია
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორეს ლოცვა-კურთხევით, დღეს სასტუმრო "რედისონში" საქველმოქმედო ვახშამი გაიმართება.
როგორც საქინფორმის კორესპონდენტს საპატრიარქოდან აცნობეს, საქველმოქმედო ვახშამს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უმაღლესი სასულიერო და საერო პირები, ასევე, ბიზნესმენები დაესწრებიან.ღონისძიებაზე საპატრიარქოს "სულიერებისა და კულტურის ცენტრის" პროექტის პრეზენტაციაა დაგეგმილი.
საქველმოქმედო ვახშამზე შემოწირული თანხა აღნიშნული ცენტრის მშენებლობას მოხმარდება.