აქტუალური
„პატრიოტთა ალიანსის“ აქციამ ბათუმის ცენტრალურ მოედანზე ათასობით მხარდამჭერი შეკრიბა

 საქართველო, 26 ნოემბერი, საქინფორმი. ყველას უნდა გვესმოდეს, რომ „ნაცებისა“ და სააკაშვილისთვის, ამ სადისტებისა და მანიაკებისთვის დასათმობი საქართველო არ გვაქვს, – ამის შესახებ პატრიოტთა ალიანსის ლიდერმა ირმა ინაშვილმა ბათუმში, ერას მოედანზე გამართულ აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, 2003-2012 წლებში ქვეყანაში ძალადობა და ტერორი იყო. როგორც ინაშვილმა აღნიშნა, საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ პარლამენტი პლენარულ სესიაზე კენჭს უყრის რეზოლუციას, რომელიც ბოკერია-სააკაშვილის მმართველობას დანაშაულებრივ რეჟიმად შეაფასებს.

„პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერმა „ქართული ოცნების“ დეპუტატებს აღნიშნული რეზოლუციის მხარდაჭერისკენ მოუწოდა.

რაც ამ ქვეყანაში 2003-2012 წლებში ხდებოდა, იყო ძალადობა, ტერორი, ადამიანების მოსპობა და განადგურება. აქ არის როინ შავაძის მეუღლე, ჩვენი თანამებრძოლია, ყველას უნდა მივუსამძიმრო მისი სახით, იმ მოკლულ ბიჭებს, ვინც ამ რეჟიმმა შეიწირა.

140-ზე მეტი ბიჭი მოკლეს ქუჩაში. ამ უსინდისოებმა უამრავი ჯარისკაცი და მშვიდობიანი მოქალაქე მინდორში დატოვეს დაუმარხავი. პატრიარქი რომ არ ჩასულიყო, იმ ცხედრებს ვერ გამოვაბრძანებდით. ეს მართლა მოღალატეები, სამშობლოს გამყიდველები, ქართული მიწის გამჩუქებლები სხვას ეუბნებიან, რომ შენ ხარ მოღალატეო.

პირდაპირ ვამბობ, როგორც პარლამენტის წევრი, როგორც პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, მთელი ჩემი დარჩენილი ცხოვრების მიზანი იქნება, რომ ეს დამნაშავეები გასამართლდნენ და ჩვენ ამას მივაღწევთ.

პარლამენტში შეტანილია რეზოლუცია. არჩევნების შემდეგ უნდა გავიდეს ეს რეზოლუცია კენჭისყრაზე, რომელიც სააკაშვილ-ბოკერიას მმართველობას დანაშაულებრივ რეჟიმად შეაფასებს. „ქართული ოცნებისდეპუტატებს მოვუწოდებ,სანამ დრო არის, მხარი დაუჭირეთ ამ რეზოლუციას.

ყველა უნდა გვესმოდეს, ვერავინ შეგვაშინებს, არასდროს არავის შეუშინებია ქართველი ხალხი, ტელევიზიით არც სააკაშვილისა და სხვების ბაქიბუქის გვეშინია და არც დესტაბილიზაციაზე ლაპარაკის. ჩვენ ვართ მშვიდობიანი მოქალაქეები, მშვიდობიანად გავიმარჯვებთ 28 ნოემბერს, ყველა უნდა მივიდეთ არჩევნებზე“, – განაცხადა ირმა ინაშვილმა.

ბათუმშიპატრიოტთა ალიანსისორგანიზებით აქცია არა ნაციონალურ მოძრაობას გაიმართა.