უცხოეთი
რუსი მწერალი ვიქტორ ეროფეევი აცხადებს, რომ საქართველოში არ შეუშვეს

 საქართველო, 26 ნოემბერი, საქინფორმი. რუსი მწერალი ვიქტორ ეროფეევი აცხადებს, რომ საქართველოში არ შეუშვეს. როგორც მწერალი ამტკიცებს, მესაზღვრემ უთხრა, რომ საქართველოში ჩასვლის ნებართვა არ აქვს, ხოლო მიზეზი არ დაუსახელებია. რუსული მედიის ინფორმაციით, ინციდენტი 23 ნოემბერს მოხდა.

ეროფეევი ასევე ამტკიცებს, რომ საქართველოში მაისის თვეში იმყოფებოდა და მაშინ საზღვარზე პრობლემები არ შექმნია.

„ადრე ვიყავი აფხაზეთში და ალბათ საქართველოს მთავრობამ ეს ინფორმაცია მიიღო. შესაძლოა, აკრძალვის მიზეზი სწორედ ეს იყოს“, – აცხადებს ეროფეევი.

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ საქართველოში რუსეთის კიდევ სამი მოქალაქე არ შემოუშვეს. ამის მიზეზად რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მათი ვიზიტი დასახელდა. აკრძალვა შეეხო „ერალაშის“ სამხატვრო ხელმძღვანელსაც.

1tv.ge