პუბლიკაციები
გარდაიცვალა ელენე ჩაჩუა

 საქართველო, 26 ნოემბერი, საქინფორმი. საქინფორმი ღრმა მწუხარებით იუწყება, რომ მძიმე ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა საქართველოს დამსახურებული ჟურნალისტი, ღირსების ორდენის კავალერი, საერთო ნაციონალური გაზეთის „სვობოდნაია გრუზიას“ მთავარი რედაქტორის პირველი მოადგილე ელენე ჩაჩუა.

საქინფორმი სამძიმარს უცხადებს ქალბატონი ელენეს ოჯახს, მეგობრებსა და ახლობლებს.

პანაშვიდები: კვირას და ორშაბათს, 25 და 26 ნოემბერს. მისამართი: ვაჟა-ფშაველას გამზირი, მე-4 კვარტალი, მე-7 კორპუსი, 1 სადარბაზო, მე-2 სართული, ბინა 4.

დაკრძალვა სამშაბათს, 27 ნოემბერს, 14 საათზე.