უცხოეთი
დღეს ვლადიმირ პუტინი რაულ ხაჯიმბას შეხვდება

 საქართველო, 21 ნოემბერი, საქინფორმი. რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი დღეს, 21 ნოემბერს, სოჭში შეხვდება ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ლიდერს რაულ ხაჯიმბას. ინფორმაციას ამის შესახებ ავრცელებს კრემლის პრესსამსახური. მისი ცნობით, შეხვედრაზე მხარეები განიხილავენ მიმდინარე მოვლენებსა და სოციალურ-ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებს.