სამართალი
საქართველო, 19 ნოემბერი, საქინფორმი. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტების ჯგუფი აკვირდება სიტუაციას მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის გზის გუდაური-კობის მონაკვეთზე, რომელიც ზვავსაშიშროების გამო მესამე დღეა დაკეტილია, ნათქვამია უწყების Facebook-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.
სპეციალისტების რეკომენდაციით, რთული მეტეოროლოგიური პირობების და ზვავსაშიშროების გამო გუდაური-კობის მონაკვეთზე გაწმენდითი სამუშაოები დღის განმავლობაში რეკომენდებული არ არის. ეს ერთადერთი გზაა, რომელიც საქართველოს რუსეთთან აკავშირებს.