რელიგია
ცნობილი გახდა, რომ იმ დევნილებს, რომლებიც ლტოლვილთა სამინისტროსთან კარვებში ცხოვრობენ, დროებით საქართველოს საპატრიარქო შეიფარებს. უწმინდესისა და უნეტარესის მიერ გაგზავნილი წარმომადგენელი მათ გუშინ შეხვდა.
შეგახსენებთ, რომ დევნილები იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროსთან კარვებში, რამდენიმე თვეა, ცხოვრობენ. ისინი მათთვის მისაღები პირობებით საცხოვრებელი ფართის გამოყოფას ითხოვენ, მაგრამ სამინისტრო მათ საცხოვრებელს მხოლოდ ფოცხო-ეწერში სთავაზობს.