უცხოეთი
ევროპული არმიის შექმნასთან დაკავშირებით საფრანგეთის პრეზიდენტის იდეას დონალდ ტრამპი აკრიტიკებს

 საქართველო, 14 ნოემბერი, საქინფორმი. დონალდ ტრამპი ევროპული არმიის შექმნასთან დაკავშირებით საფრანგეთის პრეზიდენტის იდეას აკრიტიკებს.

„ემანუელ მაკრონს სურს შექმნას საკუთარი არმია, რომ დაიცვას ევროპა აშშ-ისგან, ჩინეთისა და რუსეთისგან. მაგრამ პირველ და მეორე მსოფლიო ომებში გერმანია იყო. როგორ იმუშავა ამან საფრანგეთისთვის? მათ პარიზში გერმანულის სწავლა დაიწყეს, ვიდრე აშშ გამოჩნდებოდა. გადაიხადეთ ნატო-სთვის ან არა“ – დაწერა აშშ-ის პრეზიდენტმა სოციალურ ქსელ Twitter-ში.

ნოემბრის დასაწყისში საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი „საერთოევროპული არმიის“ შექმნის ინიციატივით გამოვიდა. მოგვიანებით, აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნულ ინიციატივას „შეურაცხმყოფელი“ უწოდა და აღნიშნა, რომ ევროპამ თავდაპირველად ნატო-ში თავისი სამართლიანი წილი უნდა გადაიხადოს.

1tv.ge