პოლიტიკა
„ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაკავშირებული სამხედროები მე და ჩემს შვილებს სიცოცხლის მოსპობით გვემუქრებიან, განაცხადა საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა

 საქართველო, 13 ნოემბერი, საქინფორმი. პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, რომ მას და მის შვილებს ემუქრებიან.

ბოლო დღეებში, კერძოდ, 9, 10 და 11 ნოემბერს განხორციელდა ჩემი შვილების - თეიმურაზისა და ქეთევანის და პირადად ჩემს მიმართესემესდა ხმოვანი შეტყობინებები, სადაც ნათლადაა გამოთქმული სიცოცხლის მოსპობის მუქარა, გამოკვეთილად სხვადასხვა უხამსი სიტყვებით, სამივეს მიმართულებით გაჟღერდა – „შუბლს გაგიხვრეტთ, თქვენს სისხლს დავლევ"“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

მისი თქმით, მუქარა რეალურია და ავტორები არიან „ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაკავშირებული ყოფილი სამხედროები.

მუქარა რეალურია, რამეთუ ავტორები იდენფიტიცირებული პირები არიან, ყოფილი სამხედროები, დაკავშირებული, თავისივე სტატუსებიდან გამომდინარე.ნაციონალურ მოძრაობასთანდა მის მეთაურებთან“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგზე.