სამართალი
არანაირი დესტაბილიზაცია აქ არ იგეგმება, ამას ჩვენ არ დავუშვებთ! - მალხაზ მაჩალიკაშვილი

 საქართველო, 12 ნოემბერი, საქინფორმი. არანაირი დესტაბილიზაცია აქ არ იგეგმება, ამას ჩვენ არ დავუშვებთ, - ასე უპასუხა მალხაზ მაჩალიკაშვილმა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებას, რომლის თანახმადაც, სამართალდამცველებს ჰქონდათ კონკრეტული ინფორმაცია რუსთაველის გამზირზე დესტაბილიზაციის შესახებ.

არანაირი დესტაბილიზაციის მცდელობა აქ არავის არ დაუნახავს. ბატონი გახარია და მის გარშემო მყოფი მთელი ეს გუნდი, ყოველთვის იტყვის რაღაცას თავიანთი ბინძური ქმედებების გასაპრავებლად. არანაირი დესტაბილიზაცია აქ არ იგეგმება. ამას ჩვენ აქ არ დავუშვებთ. მე და ბატონი ზაზა ვართ კბილებით ჩაჭიდებული, კანონის ფარგლებში რომ ვიმოქმედოთ.

ასეთი განცხადების გაკეთებას ურჩევნია გახარიას და მის გუნდს, ნუ ებრძვიან ორ ადამიანს, რომლებიც სამართლის დადგენას ცდილობენ. მათ ურჩევნიათ, საოკუპაციო ზოლს მიხედონ, ყოველდღე რომ ჭამენ საქართველოს ტერიტორიას და მოდიან საქართველოში. ჩვენ არაფერს ისეთს არ ვაკეთებთ“, - განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.