რელიგია
ილია მეორე: იმედი მაქვს, ჩვენი ენერგიული და ახალგაზრდა მერი იფიქრებს, რომ 100 000 მოწამის სახელზე ტაძარი ან ხეივანი იყოს

 საქართველო, 12 ნოემბერი, საქინფორმი. ჩვენ გვყავს ენერგიული, ახალგაზრდა მერი და იმედი მაქვს, იფიქრებს, მეტეხის ხიდთან 100 000 მოწამის სახელზე ტაძარი ან ხეივანი იყოს, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ საკვირაო ქადაგებაზე განაცხადა.

ამასთან, ილია მეორემ საქართველოს მოსახლეობას სერაპიონ ზარზმელის დღესასწაული მიულოცა.

მომავალ სამშაბათს არის 100 000 მოწამის დღესასწაული. მეტეხის ხიდზე 17:00 საათზე საზეიმო პარაკლისი შესრულდება და შევთხოვთ წმინდა მოწამეებს, რომ მშვიდობა გადმოგვივლინოს ღმერთმა. გეძლევათ ლოცვა-კურთხევა, რომ ილოცოთ საქართველოს მშვიდობისთვის. ჩვენ გვყავს ენერგიული, ახალგაზრდა მერი. სანაპირო მორწყული იყო მოწამების სისხლით და მანდ უნდა იყოს ხეივანი ან მოწამეების სახელზე აშენებული ტაძარი. იმედია, ჩვენი მერი იფიქრებს ამაზე. წმინდა 100 000 მოწამის მადლი შეგეწიოთ თქვენ და საქართველოს“, – განაცხადა პატრიარქმა.