რელიგია
საპატრიარქომ განცხადება გააკეთა...

sapatriarqooქართველ ტამპლიერთა ორდენის დაარსებასთან დაკავშირებით   საქართველოს საპატრიარომ განცხადება გაავრცელა, სადაც წერია, რომ ტამპლიერთა და ასევე, სხვა ორდენები მართლმადიდებლური სამყაროსთვის, მისი ტრადიციისა და კანონიკისთვის უცხო და მიუღებელია. "როგორც ცნობილია, მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის, ილია მეორინგლისში ყოფნის პერიოდში თბილისში დაფუძნდა ტამპლიერთა ორდენი, რომელსაც ფართო რეკლამა გაუწია მედიამ. გავრცელდა აზრი იმის შესახებაც, თითქოს ეს ორგანიზაცია პატრიარქის ლოცვა-კურთხევით შეიქმნა და ამის დასამტკიცებლად გარკვეული კადრებიც იყო გამოყენებული. გვინდა, განვაცხადოთ, რომ ქართველ ტამპლიერთა ორდენის დაარსება კათოლიკოს-პატრიარქის კურთხევით არ მომხდარა. ეს არის დეზინფორმაცია და მოსახლეობის შეცდომაში შეყვანის მცდელობა. საერთოდ, როგორც ტამპლიერთა, ისე სხვა ორდენები მართლმადიდებლური სამყაროსთვის, მისი ტრადიციისა და კანონიკისთვის უცხოა და მიუღებელი. ისინი თავის დროზე კათოლიკურ სამყაროში რომის პაპის დაქვემდებარებაში ჩამოყალიბდნენ, მაგრამ ტამპლიერთა ორდენი XIV საუკუნის დასაწყისში პაპის მიერვე ანათემას გადაეცა და აიკრძალა. ამ დროიდან მოყოლებული ევროპის ეკლესიებს ამ ორდენთან არანაირი იერარქიულ-სტრუქტურული ურთიერთობა არ აქვთ. შევნიშნავთ, რომ საქართველოში რამდენიმე რელიგიური ორგანიზაცია არსებობს, რომელთაც მართლმადიდებელ ეკლესიასთან კავშირი არ აქვთ. მათ რიცხვს მიემატა ტამპლიერთა ორდენიც, რომლის წარმომადგენლებიც ცრუ ინფორმაციით ცდილობენ ხალხის მოტყუებას და თავის წევრთა აოდენობის ამ გზით გაზრდას,"აღნიშნულია საპატრიარქოს განცხადებაში.