აქტუალური
საქართველო საფრანგეთისგან სამხედრო თანამშრომლობის ფარგლებში დამატებით 18 მილიონ ევროს მიიღებს

 საქართველო, 9 ნოემბერი, საქინფორმი. საქართველო საფრანგეთისგან სამხედრო თანამშრომლობის ფარგლებში დამატებით 18 მილიონ ევროს მიიღებს. ამის შესახებ პარლამენტში, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე ფინანსთა მინისტრის მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ განაცხადა.

თანხა 2019 წლის ბიუჯეტის შესწორებულ პროექტშია ასახული. თავდაცვის სამინისტროს დაფინანსება ამ კომპონენტში 55 მილიონი ლარით იზრდება.

„18 მილიონი ევროს რესურსს ველოდებით საფრანგეთის მხრიდან. ეს 2015 წელს გაფორმებული კონტრაქტის გაგრძელებაა“, – აღნიშნა კაკაურიძემ.