უცხოეთი
დონალდ ტრამპი და ვლადიმერ პუტინი პარიზში ერთმანეთს მოკლე სამუშაო სადილზე შეხვდებიან

 საქართველო, 9 ნოემბერი, საქინფორმი. ამერიკის შეერთებული შტატებისა და რუსეთის პრეზიდენტები პარიზში 11 ნოემბერს ერთმანეთს მოკლე სამუშაო სადილზე შეხვდებიან. ამის შესახებ საგარეო პოლიტიკის საკითხებში რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ, იური უშაკოვმა განაცხადა.

იური უშაკოვის თქმით, სამუშაო სადილი ელისეს სასახლეში გაიმართება. დონალდ ტრამპი და ვლადიმერ პუტინი უფრო ხანგრძლივი დროით ერთმანეთს დიდი ოცეულის სამიტზე შეხვდებიან, რომელიც თვის ბოლოს არგენტინაშია დაგეგმილი.

1tv.ge