პოლიტიკა
აშშ–ის ადმინისტრაციის წარმომადგენლები საქართველოს 24 თებერვალს ეწვევიან. ამის შესახებ საქინფორმის კორესპონდენტს აშშ–ის საელჩოს პრესსამსახურიდან აცნობეს.
საქართველოში დელეგაციის წევრები შეხვდებიან პრეზიდენტ სააკაშვილსა და საქართველოს მთავრობის სხვა მაღალჩინოსნებს. მხარეები განიხილავენ ორმხრივი თანამშრომლობისა და რეგიონული უსაფრთხოების საკითხებს.
გაიმართება "მრგვალი მაგიდა" სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან. კავკასიის შემდეგ აშშ–ის დელეგაცია ბოსნიასა და ალბანეთში გაემგზავრება.