პოლიტიკა
„ნაციონალური მოძრაობის“ ერთადერთი მიზანი ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობა და ქართველ ხალხზე შურისძიებაა! - თბილისის მერმა კომენტარი გაუკეთა ვაშაძის ინტერვიუს „დოიჩე ველესთან“

 საქართველო, 8 ნოემბერი, საქინფორმი. „დოიჩე ველესთან“ ინტერვიუთი გრიგოლ ვაშაძემ დაასრულა ნაციონალური მოძრაობის ერთკვირიანი მასკარადი ვითომდა მათ კონსტრუქციულ გეგმებზე, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახ კალაძემ განაცხადა.

მან, პრაქტიკულად, ჩვენება მისცადოიჩე ველესდა კვლავ ღიად დააანონსა ძალადობრივი რეჟიმის არქიტექტორების და უშუალო მწამებლების უპირობო შეწყალება. ჩვენ გვაქვს არაორდინარული სიტუაცია, როდესაც პრეზიდენტობის კანდიდატი არა ქვეყნის განვითარებას, არა საკუთარი კონსტიტუციური მოვალეობის პირნათლად შესრულებას, არამედ ასი ათასი კაცის გამოყვანას და ქვეყანაში არეულობას დაწყებას გვპირდება“, – აღნიშნა კალაძემ.

მისი განცხადებით, ყველასათვის ნათელია, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთადერთი მიზანი ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობა და ქართველ ხალხზე შურისძიებაა, რაც, მისივე თქმით, კიდევ ერთხელ დაადასტურა ვაშაძემ საკუთარ ინტერვიუში.

დარწმუნებულები ვართ, რომ საზოგადოება კიდევ ერთხელ გასცემს საკადრის პასუხს 7 ნოემბრის, ძალადობრივი რეჟიმის შემოქმედებს. სწორედ ჩვენი პოლიტიკური გუნდი, ქართველ ხალხთან ერთად, არის და იქნება იმის გარანტი, რომ საქართველოში აღარასდროს განხორციელდებანაციონალური მოძრაობისრევანშისტული, რევოლუციური ზრახვები და არავის მივცემთ კანონის ჩარჩოებიდან გასვლის უფლებას. ამის პირობას ვაძლევთ თითოეულ მოქალაქეს“, – განაცხადა კახი კალაძემ.

დოიჩე ველესთანინტერვიუში გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა, რომ ის იყო საბჭოთა დიპლომატი და ძალიან ამაყობ ამით. მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, იცხოვროს ყვარელში, თავის სახლში, და ეს არის ის, რაც მის მიმართ გვმართებს“.