აქტუალური
საქართველოს სავალუტო რეზერვები ერთ თვეში 57 მილიონი დოლარით შემცირდა

 საქართველო, 8 ნოემბერი, საქინფორმი. საქართველოს სავალუტო რეზერვები ერთ თვეში 57 მილიონი აშშ დოლარით შემცირდა. ეროვნული ბანკის ვებგვერდზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 31 ოქტომბრის მდგომარეობით, რეზერვების მოცულობა 3 მილიარდ 95 მილიონ დოლარს შეადგენს, საიდანაც უცხოური ვალუტის რეზერვები 2 მილიარდ 894 მილიონი დოლარია.

30 სექტემბრის მდგომარეობით კი რეზერვების მოცულობა 3 მილიარდ 152 მილიონ დოლარს შეადგენდა, რაც ისტორიული მაქსიმუმი იყო.

ამასთან, საერთაშორისო სავალუტო ფონდი საქართველოში სავალუტო რეზერვების დაბალ მოცულობაზე მიუთითებს. ფონდის ცნობით, რეზერვები ე.წ. ადეკვატურობის მინიმალურ დონესთან შედარებით დაბალ ნიშნულზეა.