უცხოეთი
აშშ-ის დემოკრატიულმა პარტიამ წარმომადგენელთა პალატაზე კონტროლის დასამყარებელი 218 ადგილი მოიპოვა

 საქართველო, 8 ნოემბერი, საქინფორმი. აშშ-ის დემოკრატიულმა პარტიამ წარმომადგენელთა პალატაზე კონტროლის დასამყარებელი 218 ადგილი მოიპოვა. ბოლო მონაცემებით, დემოკრატიულ პარტიას კონგრესის ქვედა პალატაში 220 მანდატი აქვს, რესპუბლიკურ პარტიას კი 199.

საერთო ჯამში აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში 435 ადგილია.

რესპუბლიკურმა პარტიამ კონტროლი შეინარჩუნა სენატზე. 100- ადგილიან სენატში რესპუბლიკელებს გარანტირებული 51 ადგილი აქვთ.

შუალედურ არჩევნებამდე წარმომადგენელთა პალატაში და სენატშიც უმრავლესობა რესპუბლიკურ პარტიას ჰქონდა. Reuters-ი წერს, რომ დემოკრატების წარმატება ქალებმა, ახალგაზრდობამ და ესპანურენოვანმა მოქალაქეებმა განსაზღვრეს.

ახლად ფორმირებულ წარმომადგენლობით პალატაში დემოკრატიულ პარტიას ტრამპის საგადასახადო დეკლარაციებზე, შესაძლო ბიზნესინტერესთა კონფლიქტებზე და 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის სავარაუდო ჩარევაზე გამოძიების შესაძლებლობა ექნება.

1tv.ge