სამართალი
ჩხუბი ახალქალაქში - ბრალდებულები გირაოთი გაათავისუფლეს

 საქართველო, 7 ნოემბერი, საქინფორმი. ახალქალაქის რაიონულმა სასამართლომ ბრალდების შუამდგომლობა დააკმაყოფილა და ახალქალაქის ინციდენტში ბრალდებულებს აღკვეთის სახით გირაო შეუფარდა.

ბრალდებულებს 3000 ლარის გადახდა დაეკისრათ. პროკურატურა მათ 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილით ედავება, რაც ძალადობას გულისხმობს და ითვალისწინებს ჯარიმას, საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომას 180 დღემდე ან თავისუფლების აღკვეთას 2-წლამდე ვადით.

გამოკითხვისას ცნობილი გახდა, რომ ენზელ მკოიანის შვილი კარაპეტ მკოიანი ნაწილობრივ ცნობს თავს დამნაშავედ. მისი თქმით, ის გამოიწვიეს და მან მის მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობა მოიგერია და მხოლოდ ერთხელ დაარტყა მუშტი.

წარდგენილ ბრალს არ დაეთანხმა ენზელ მკოიანის ძმა ედვარდ მკოიანი და ანდრანიკ კარსლიანი. მათი განმარტებით, ჩხუბში მონაწილეობა არ მიუღიათ. დანარჩენი ორი ბრალდებული არარატ ამბარიანი და მარტუნ მკოიანი კი თავს დამნაშავედ ცნობენ.

ადვოკატი სასამართლოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმება და 48 საათში თბილისისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს. მომდევნო პროცესი 27 დეკემბერს დაინიშნა.

გამოძიებით დგინდება, რომ 30 ოქტომბერს ქალაქ ახალქალაქში, თამარ მეფის ქუჩაზე მდებარე პოლიტიკური პარტია ნაციონალური მოძრაობისშტაბთან, რამდენიმე პირს შორის მოხდა ფიზიკური დაპირისპირება, რა დროსაც სხეულის დაზიანება მიიღესნაციონალური მოძრაობისშტაბის წევრებმა.

დაპირისპირების მიზეზი 30 ოქტომბერს, ღამის საათებშინაციონალური მოძრაობისაქტივისტების მიერ რამდენიმე ავტოგასამართ სადგურზე საარჩევნო პლაკატების ჩამოხევა გახდა.