პოლიტიკა
„ქართულმა ოცნებამ“ სათანადოდ ვერ დააფასა ის ადამიანები, რომლებიც 2012 წელს გვერდით ედგნენ! - კახი კალაძე

 საქართველო, 7 ნოემბერი, საქინფორმი. დედაქალაქის მერი კახი კალაძე მიიჩნევს, რომქართულმა ოცნებამთავის დროზე სათანადოდ ვერ დააფასა ის ადამიანები, რომლებიც 2012 წელს პოლიტიკურ ძალას გვერდით ედგნენ.

ეს განცხადება კალაძემ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის მიმართვის შეფასებისას გააკეთა.

„2012 წელს, როდესაც განსხვავებული აზრის გამო ადამიანებს იჭერდნენ, სამსახურებიდან ყრიდნენ, ამ ყველაფრის მიუხედავად, „ქართულ ოცნებასძალიან ბევრი ადამიანი დაუდგა გვერდით. სამწუხაროდ, მათი შრომა და თავგანწირვა შესაბამისად არ დაფასდა. ეს შეიძლება სხვადასხვა ფორმით მომხდარიყო, რომლის გაკეთებაც ვერ მოხერხდა. ესეც ჩვენი დანაშაულია. ბევრი შეცდომაა დაშვებული, მაგრამ ყველაფერი მოგვარებადია“, – განაცხადა კალაძემ.

პარტია ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა საქართველოს მოქალაქეებისადმი მიმართვა გაავრცელა.