პუბლიკაციები
საქართველოს კომერციულ ბანკებში 1 დოლარის ფასი 2,78 ლარია - საქინფორმის პროგნოზი ხდება

 საქართველო, 6 ნოემბერი, საქინფორმი. 17 ოქტომბრის პუბლიკაციაში საქინფორმი პროგნოზირებს, რომ 2019 წლის იანვრისთვის გაცვლითი კურსი 1 აშშ დოლარზე 3 ლარს მიაღწევს.

სამწუხაროდ, საქინფორმის პროგნოზი ხდება: გუშინ ეროვნული ვალუტა მკვეთრად გაუფასურდა. კომერციულ ბანკებში 1 აშშ დოლარის ფასი 2 ლარი და 78 თეთრი გახდა, ვალუტის გადამცვლელ ჯიხურებში კი კურსი 2,76 ლარამდე დაეცა. 2,73-დან 2,74 ლარამდე გაუფასურდა ეროვნული ბანკის ოფიციალური კურსიც, რაც წლევანდელი წლის ანტირეკორდია.