უცხოეთი
ნიკოლ ფაშინიანი არაღიარებული მთიანი ყარაბაღის დე ფაქტო პრეზიდენტ ბაკო სააკიანს შეხვდა

 საქართველო, 5 ნოემბერი, საქინფორმი. სომხეთის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ნიკოლ ფაშინიანი არაღიარებულ მთიან ყარაბაღში ჩავიდა. ინფორმაციას სომხური მედიასაშუალებები ავრცელებენ. ნიკოლ ფაშინიანი სტეპანაკერტში დე ფაქტო პრეზიდენტს ბაკო სააკიანს შეხვდა. თუმცა, ამ შეხვედრის დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

ნიკოლ ფაშინიანმა პრემიერ-მინისტრის თანამდებობა საკუთარი ნებით 16 ოქტომბერს, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის მიზნით დატოვა. პირველ ნოემბერს ქვეყნის პრეზიდენტმა პარლამენტი დაითხოვა და არჩევნების თარიღად 9 დეკემბერი დაასახელა.

სომხეთში ვადამდელი არჩევნები 9 დეკემბერს გაიმართება

სომხეთის პრეზიდენტმა პარლამენტი დაითხოვა და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები 9 დეკემბერს დანიშნა. ინფორმაციას პრეზიდენტის პრესსამსახური ავრცელებს.

ქვეყნის საკანონმდებლო ორგანომ პრემიერ-მინისტრის კანდიდატურა უკვე მეორედ არ დაამტკიცა. კონსტიტუციის თანახმად, ამ შემთხვევაში პარლამენტის დათხოვნა დაუყოვნებლივ უნდა მოხდეს.

პრემიერ-მინისტრის თანამდებობა ნიკოლ ფაშინიანმა საკუთარი ნებით 16 ოქტომბერს იმ განზრახვით დატოვა, რომ ქვეყანაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები გამართულიყო. მან პარტია „აყვავებულ სომხეთთან“ მემორანდუმიც კი გააფორმა, რომლის მიხედვითაც, პარტია პრემიერ-მინისტრობის საკუთარი კანდიდატურის წამოყენებაზე უარს აცხადებს. ამჟამად ოპოზიციაში მყოფი „რესპუბლიკური“ პარტიის 50 მანდატი კი გადაწყვეტილების მისაღებად საკმარისი არ არის.

1tv.ge