რედაქტორისგან
კოლაბორაციონისტი მურზიკა, ანუ ვინ მოიგებს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურს - არნო ხიდირბეგიშვილის ექსკლუზიური ინტერვიუ საინფორმაციო სააგენტოს NEWS FRONT

     როგორც კი ვაშაძე საჭირო აღარ იქნება, სააკაშვილი მას ბოლოს მოუღებს, როგორც ზურაბ ჟვანიას!“ - განაცხადა საქინფორმის მთავარმა რედაქტორმა არნო ხიდირბეგიშვილმა ექსკლუზიურ ინტერვიუში საინფორმაციო სააგენტოს NEWS FRONT.

 

- ბატონო არნო, ვინ მოიგებს საპრეზიდენტო არჩევნების მე-2 ტურს - ზურაბიშვილი თუ ვაშაძე?

- მოიგებს მმართველი პარტიაქართული ოცნება“ (ქო), იმიტომ, რომ ამომრჩევლების უმრავლესობა ხმას მისცემს სააკაშვილის დაერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ (ენმ) დაბრუნების წინააღმდეგ.

- როგორ? პირველ ტურში ამ პარტიების კანდიდატებმა ხომ ხმების თანაბარი რაოდენობა აიღეს - 38% პლუს-მინუს ნახევარი პროცენტი, მეორე ტურში კი ვაშაძე კიდევ 10%-ს მიიღებს „ევროპული საქართველოსაგან“ და ცოტაოდენსაც - რესპუბლიკური პარტიისაგან?

- სამაგიეროდ, „ქართული ოცნებისკანდიდატი ზურაბიშვილი მიიღებს ხმათა 53%- იმ ამომრჩევლების საერთო რაოდენობიდან, რომლებიც 1 ტურზე არ გამოცხადდნენ. ეს გახლავთ ზარმაცი ამომრჩეველი, რომელსაც არ სჯეროდა, რომ შესაძლებელია, საქართველოში არჩევნები პატიოსნად ჩატარდეს და დარწმუნებული იყო, რომ მმართველი პარტია თავის კანდიდატს მაინც გაიყვანს - მასთან ერთად თუ უმისოდ, როგორც ეს ყოველთვის ხდებოდა. ახლა მან გამოიღვიძა, აღშფოთდა და პირველი მიირბენს საარჩევნო ყუთებთან, იმიტომ რომ სააკაშვილის აჩრდილი, რომელსაც საქართველოშიგრძელი დანების ღამისმოწყობა სწყურია, საქართველო-თურქეთის საზღვართან უკვე გამოჩნდა...

- განა „ქართულმა ოცნებამ“ პირველ ტურში 50%+1 ხმის დაგროვება მხოლოდ ზარმაცი ამომრჩევლის გამო ვერ შეძლო?

- არა, ნაწყენი ამომრჩევლის გამოც. 47%-დან, რომლებიც პირველ ტურზე გამოცხადდნენ, ენმ- კანდიდატ ვაშაძეს ხმა მისცა ათასობით საბოლოოდ გაღატაკებულმა მოქალაქემ, რომლებსაც ქო- სოციალური დახმარება მოუხსნა, რომელთა მშიერი შვილები ჯურღმულებში ცემენტის ნესტიან იატაკზე სიცივისაგან კანკალებენ და რომელთა მშობლები ძონძებში გახვეულები, უპუროდ და უწამლოდ ღონეგამოცლილები კვდებიან! ქო- კანდიდატის წინააღმდეგ ხმა მისცეს დოლარის მიმართ გაუფასურებულმა ლარმა და, შედეგად, გაძვირებულმა ბენზინმა, პურმა და საკვებმა პროდუქტებმა, ელექტროენერგიამ, ბუნებრივმა აირმა და მედიკამენტებმა! ენმ- კანდიდატს ხმა მისცა ავტომფლობელების უმეტესობამ და ყველა ტაქსისტმა, იმიტომ, რომ ქო- სწორედ არჩევნების წინ მოეპრიანა სააკაშვილის მიერ გაუქმებული ტექდათვალიერების შემოღება, და კიდევ - უზარმაზარი ჯარიმების უმნიშვნელო დარღვევებისთვის და პარკინგისთვის ჯერჯერობით კეთილმოუწყობელ ქუჩებზე! ქო- წინააღმდეგ ხმა მისცა სააკაშვილის რეჟიმის ათასობით მსხვერპლმა, რომლებმაც დაპირებული სამართლიანობის ზეიმის ნაცვლად ხელისუფლებისაგან ბოროტმოქმედებთან კოაბიტაცია მიიღეს!

ხელისუფლება კი, რომელიც კანონს თუნდაც პოლიტიკური მოსაზრებებით არღვევს და დამნაშავეებს სამოქალაქო საზოგადოებაში მყიფე სტაბილურობის გულისთვის არ სჯის, თავისივე გასავლელ გზას ნაღმავს.

- განა ერთ თვეში 1-დან მე-2 ტურამდე „ქართული ოცნება“ შეძლებს 6 წლის მმართველობის მანძილზე დაშვებული ყველა ამ შეცდომის გამოსწორებას?

- პარტიაქართული ოცნებამართავდა, როცა მისი თავმჯდომარეები და საქართველოს პრემიერ-მინისტრები იყვნენ ივანიშვილი და ღარიბაშვილი. მათი წასვლის შემდეგ პარტიის ხელმძღვანელი გახდა პრემიერი კვირიკაშვილი, რომელმაც პრეზიდენტ მარგველაშვილთან ერთად სრულიად დაანგრია მმართველი პარტია, მთავრობა და ეკონომიკა. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ქო- მენეჯმენტიდან გაყარეს პროფესიონალები, რომელთა წყალობით მან ყველა არჩევნები მოიგო. წამოწყებული იქნა ანაკლიის პორტის ტიპის ავანტიურული წამგებიანი პროექტები, აყვავდა ელიტური კორუფცია, როგორც სააკაშვილის დროს. თითქმის მთელი მოსახლეობა ბანკების მონობაში აღმოჩნდა კრედიტებზე უზომო პროცენტების გამო, ხოლო მინისტრები, პარლამენტის და საკრებულოს დეპუტატები ახალი სახეები გახდნენ - უცნობი წარმოშობის ამბიციური დილეტანტები, რომლებსაც დაუმსახურებლად მიადგა კარს ასტრონომიული ხელფასები - პრემიები, სახლები და სამსახურის ავტომობილები! ამავე დროს, პარლამენტში დატოვეს სამარცხვინო ძველი სახეები, რომლებსაც უფრო ნაკლები სარგებლობა მოაქვთ, ვიდრე სავარძლებს, რომლებშიც მათ სხდომების დროს სძინავთ!

- ზურაბიშვილის საპრეზიდენტო კამპანიას პირველი ტურის შემდეგ სათავეში ჩაუდგა პოლიტიკაში იძულებით დაბრუნებული ივანიშვილი. შეძლებს კი ის დაშლილი პარტიის გაერთიანებას და ვითარების მკვეთრად შეცვლას?

- შეძლებს, თუკი თავიდან მოიშორებს ქონმოკიდებულ მრჩევლებს, რომლებიც უკვე 6 წელია, გარს ახვევია - თაღლითებს და უდღეურებს, თვითონ დაიწყებს მასობრივი ინფორმაციის საშუალებების ანალიზს და ყურს მიუგდებს ხალხის, სუფთა ბიოგრაფიის მქონე გამოცდილი და პატივსაცემი ადამიანების ხმას. ივანიშვილმა უკვე დაავალა დეპუტატებს კარდაკარ სირბილი და უბრალო ადამიანების გამოკითხვა მათი პრობლემების შესახებ, რომელთა გამო ისინი მმართველ პარტიაზე განაწყენდნენ. შეჩვეული ადგილებიდან გაყრიან ადგილობრივი ხელისუფლების ხელმძღვანელებს და, იმედია, მინისტრებს, რომლებიც მოქალაქეთა საჭიროებებს უგულებელყოფდნენ და ამით მმართველი პარტიის მიმართ უკმაყოფილება გამოიწვიეს. გარდა ამისა, ქო- საწყისებთან მდგარი, ივანიშვილზე განაწყენებული ლიდერშიფი, მათ შორის პარლამენტარები, რომლებიც პირველ ტურში სხვა კანდიდატების სასარგებლოდ ეწეოდნენ აგიტაციას, მე-2 ტურში კვლავ ქო- დაუჭერენ მხარს. და მათთან ერთად პარტიებიც, რომლებმაც პირველ ტურში 1% პლუს-მინუს ნახევარი პროცენტი მიიღეს. დღეს ისინი ვაჭრობენ, რომ რაც შეიძლება ძვირად მიჰყიდონ ივანიშვილს თავიანთი ხმები.

- პირველ ტურში ქო-ს „მოდუნების“ მიზეზი გახდა აგრეთვე ის ფაქტი, რომ მმართველმა პარტიამ კანდიდატი თავისი რიგებიდან არ წამოაყენა და ისევე, როგორც 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს, თავისი ელექტორატი დაავალდებულა, მხარი დაეჭირა „დამოუკიდებელი“ ზურაბიშვილის მიუღებელი კანდიდატურისთვის. მაგრამ მაშინ პარტიამ სალომე მხოლოდ პარლამენტარის სავარძელში ჩასვა, დღეს კი უკვე პრეზიდენტობაზეა ლაპარაკი! ნუთუ ქო-ში არ მოიძებნა კანდიდატები, რომლებიც პირველსავე ტურში გაიმარჯვებდნენ?!

- ასეთები, ცხადია, არიან. მაგალითად, ექსპრემიერი ღარიბაშვილი ან თბილისის მოქმედი მერი კალაძე პირველსავე ტურში გაიმარჯვებდნენ, თავად ივანიშვილზე რომ აღარაფერი ვთქვათ. მაგრამ დღეს საქმე უკვე ზურაბიშვილის წარუმატებელ კანდიდატურაში აღარ არის, მთავარია, სააკაშვილის კანდიდატმა არ გაიმარჯვოს.

- თქვენი აზრით ენმ-ს ვაშაძეზე უკეთესი კანდიდატურა ჰყავდა?

- დიახ, როცა ქო- ქალი კანდიდატი წარადგინა, ენმ- ხალხისათვის ზიზღის მომგვრელიმურზიკასნაცვლად სააკაშვილის სიმპათიური მეგობრების კანდიდატურა უნდა წარედგინა - მომღერალი ნიჟარაძე ან, ბოლოს და ბოლოს, პიანისტი ბუნიათიშვილი. ისინი პირველსავე ტურში მოიგებდნენ!

- რატომ უწოდეთ ვაშაძეს ზიზღის მომგვრელი „მურზიკა“? „მურზილკას“ თუ „მურკას“ ანალოგიით?

- არა, ეს ვაშაძის აგენტურული მეტსახელია, რომელიც სსრკ-ის КГБ-ში მისმა აწ განსვენებულმა კურატორმა შეურჩია. სხვათაშორის, ასევე КГБ- ეკუთვნოდა იდეა, ვაშაძე ბალერინა ანანიაშვილზე დაექორწინებინათ, რათა მისთვის ლეგენდა შეექმნათ კაპიტალისტურ ქვეყნებში სამოგზაუროდ მეუღლის იმპრესარიოს რანგში - ეს ჟანრის კლასიკაა. ჩვეულებრივი საშუალო სტატისტიკური მოსკოველი, МГИМО- საშუალო დონის კურსდამთავრებული, სსრკ-ის საგარეო საქმეთა სამინისტროს რიგითი ბიუროკრატი ვაშაძე ყველაზე თამამ სიზმრებშიც კი ვერ წარმოიდგენდა, რომ საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი გახდებოდა! სკკპ-ის წევრი, რომელიც პარტიულ კრებებზე მორჩილად აძლევდა ხმას, როგორც ყველა, რომელიც თამბაქოს მოსაწევ ოთახში თანამშრომლებთან ჭორაობდა და სახლმმართველობაში ერთ კრებას არ გამოტოვებდა, ვაშაძე, როგორც ყველა, რადიოლა VEF-ითამერიკის ხმასიჭერდა და გულში საზღვარგარეთ აგენტის მდიდრულ ცხოვრებაზე ოცნებობდა. თუმცა, ვაშაძე სერიოზული რეზიდენტი მაინც ვერ გახდა - ცოტა არ იყოს, მშიშარაა, ზედმეტად ეგზალტირებული და იმპულსური, რაც ფსიქოპათიური ხასიათის ნიშნებია.

- „ქართული ოცნება“ და ზურაბიშვილი აცხადებენ, რომ საქართველოს რუსეთს არ მისცემენ, რასაც ვაშაძის გამარჯვება ნიშნავს, ვინაიდან ის, სააკაშვილი და ძია ალასანია საქართველოში რუსეთის სპეცსამსახურების დავალებით მუშაობენ და ამიტომ ეწევიან ცილისმწამებლურ წინასაარჩევნო კამპანიას რუსული ტექნოლოგიების გამოყენებით და მოწვეული რუსი პოლიტტექნოლოგების - ვიტალი შკლიაროვის და მაქსიმ კაცის დახმარებით. ვაშაძე და ენმ პირიქით - კრემლთან თანამშრომლობაში ადანაშაულებენ თავად ზურაბიშვილს, რომელსაც „რუსი ოლიგარქი“ ივანიშვილი უჭერს მხარს და რომელიც აცხადებს, რომ 2008 წლის აგვისტოში ომი საქართველომ დაიწყო. ვის დავუჯეროთ?

- შევნიშნავ, რომ წინასაარჩევნო ტაქტიკა - ერთმანეთისთვის პრორუსული კოლაბორაციონიზმის დაბრალება - არაეფექტიანი აღმოჩნდა, ეს საფრთხობელები ამომრჩეველზე უკვე დიდი ხანია, აღარ ჭრის. მეტიც - ეს კონტრპროდუქტიულია, იმიტომ, რომ ზურაბიშვილი და ყველა, ვინც მსგავსი განცხადებები გააკეთა, ხვალ მათ აუცილებლადფეხს წამოჰკრავენ“...

რაც შეეხება ტექნოლოგიებს, ეს რუსული კი არა, ამერიკული ტექნოლოგიებია, რომლებიც აშშ-დან ჩამოიტანეს ამერიკელმა და არა რუსმა პოლიტტექნოლოგებმა სკლიაროვმა და კაცმა, რომლებიც სააკაშვილმა 1 მილიონ დოლარად დაიქირავა. სწორედ აშშ-ში პრეზიდენტ ტრამპს ისეთი დაღი დაასვეს, როგორც რუსეთის დანიშნულს, რომ აიძულეს, უპრეცედენტო ანტირუსული სანქციები შემოეღო, იმისთვის, რომ საპირისპირო დაემტკიცებინა! იმავეს გაკეთება მოახერხეს საქართველოში - ზურაბიშვილი და მისი გუნდი მაინც აიძულეს, რუსეთისთვის ისტორიული მტერი, დამპყრობელი და ოკუპანტი ეწოდებინათ იმის დასამტკიცებლად, რომ პროდასავლურები არიან და არა პრორუსულები! მაგრამ რაც ეპატიება აშშ-ის პრეზიდენტს, არ ეპატიება საქართველოს პრეზიდენტს - რუსეთი, უდავოდ, შეახსენებს ზურაბიშვილს მის წინასაარჩევნო ანტირუსულ რიტორიკას... რაც შეეხება ქართველ ხალხს, ნებისმიერი პოლიტიკოსი, რომელსაც რუსეთთან მეგობრული ურთიერთობის დაბრუნების პოტენციალი გააჩნია, ნდობის დიდ ვოტუმს, რეიტინგს და ამომრჩევლის ხმებს მიიღებს, რომლებიც ზურაბიშვილს შკლიაროვმა და კაცმა წაართვეს! ისინი რუსი პოლიტტექნოლოგები რომ ყოფილიყვნენ და, თანაც, რუსეთის სპეცსამსახურებთან დაკავშირებული, რუსეთის წინააღმდეგ არ იმუშავებდნენ და სააკაშვილის კანდიდატს არ დაეხმარებოდნენ! მაგრამ პოლიტტექნოლოგებს არც ეროვნება გააჩნიათ და არც სამშობლო - ისინი ნებისმიერი გადახდისუნარიანი შემკვეთისთვის მუშაობენ.

ჟვანიამაც გადაუხადა 1 მილიონი დოლარი რუს პოლიტტექნოლოგებს, რომლებისთვისაც საგანგებოდ აღჭურვეს დიდი ოთახი მაშინდელი მმართველი პარტიისმოქალაქეთა კავშირისცენტრალური ოფისის მე-4 სართულზე ვაშლიჯვარში, და იქ უცხო პირების შესვლა მკაცრად იკრძალებოდა. მერე რა, განა ამან ჟვანია სამწუხარო ფინალისაგან იხსნა?! ასევე სამწუხაროდ დასრულდებამურზიკას“ - 2010 წლის ივნისამდე რუსეთის ფედერაციის მოქალაქე გრიშა ვაშაძის ამბავიც: თუ ის ახლა პრეზიდენტი გახდება, ხოლო 2020 წელს ენმ საპარლამენტო არჩევნებს მოიგებს და სააკაშვილი პრემიერი გახდება, ვაშაძე უკვე საჭირო აღარ იქნება და სააკაშვილი მას ზურაბ ჟვანიასავით ბოლოს მოუღებს! ან მტკვარში დაახრჩობს, როგორც მუმუს, ოღონდ ამაში ГРУ- დაადანაშაულებენ, „რომლის თანამშრომლებმანოვიჩოკითმოწამლეს მოღალატე მაიორი“, როგორც პოლკოვნიკ სკრიპალის შემთხვევაში. ამაზე მიუთითებს ის ფაქტი, რომ გასულ კვირას ტელეკომპანიარუსთავი-2“-სათვის მიცემული ინტერვიუს დროს სააკაშვილი გაბრაზდა - აქაოდა, „რა მჭირს ვაშაძის შესაწყალებელი?! შემთხვევით, ვინმეში ხომ არ გეშლებითო?!“. წარმოგიდგენიათ, როგორ ამღერდება მიშა, როცა ნიდერლანდებიდან საქართველოში დაბრუნდება?!

- მაგრამ განა ცოტა მაგალითებია, როცა რუსეთის სამხედრო აკადემიების, МГИМО-ს, პატრის ლუმუმბას სახ. ხალხთა მეგობრობის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ხელმძღვანელები ხდებოდნენ?

- ამაში არის თავისი ლოგიკა, თუმცა, მოცემულ შემთხვევაში ეს ნაკლებად სავარაუდოა.

- რატომ? აი, უყურეთ, ГРУ-ს პოლკოვნიკი სკრიპალი რუსეთმა მოწამლა, ხოლო КГБ-ს პოლკოვნიკი ალასანია და მისი დისშვილი - სსრკ-ის სასაზღვრო ძალების თადარიგის ლეიტენანტი სააკაშვილი თავისუფლად დაიარებიან მთელ მსოფლიოში! სააკაშვილი, რომლის დედაც КГБ-ს აგენტი იყო და რომელმაც მრავალი ოსი და ქართველი ამოწყვიტა, მთელ ევროპაში ველოსიპედით დასეირნობს და აქამდე ქვაც კი არავინ ესროლა! განა ეს არ ნიშნავს, რომ სკრიპალისაგან განსხვავებით, რომელიც „პატიოსნად“ გადაბირებული მოღალატეა, КГБ-ს მაიორ ვაშაძეს, სააკაშვილს და მის ბიძას ალასანიას მსოფლიოს უმძლავრესი სპეცსამსახურები - ФСБ და ГРУ იცავენ? იმიტომ, რომ სააკაშვილი, ვაშაძე და ალასანია ლუბიანკაზე დადებული ფიცის ერთგულები დარჩნენ?!

- არ ვიცი, ფიცის თუ ხელწერილის, მაგრამ საქართველოში და რუსეთშიც კი დამკვიდრებულია მცდარი აზრი, რომ სააკაშვილი, ალასანია და ვაშაძე მოსკოვის ღრმად კონსპირირებული აგენტები არიან, იმიტომ, რომ რაც უნდა ეკეთებინათ, ამისგან, საბოლოოდ, რუსეთი რჩებოდა მოგებული - ეს იქნება საქართველოსგან აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ჩამოშორება თუ უკრაინისგან - ყირიმის და დონბასის. ამ ლოგიკას თუ მივყვებით, დიახ, თქვენ მართალი ბრძანდებით - სააკაშვილი, ვაშაძე და ალასანია შესაძლებელია, მოქმედიჩეკისტებიიყვნენ და აგრძელებდნენკრემლის დავალებებისშესრულება, რათათბილისის თავზეისევაფრიალდეს წითელი დროშა“.

მაგრამ ეს ასე არ არის, იმიტომ რომ ყველაფერი, რაც საქართველოსა და უკრაინაში მოხდა, რუსეთის ფედერაციის ინტერესებში არ შედიოდა. რუსეთის ინტერესებში იქნებოდა, მეგობრებად ჰყოლოდა მთლიანი საქართველო და უკრაინა, რომლებსაც არ ექნებოდათ ნატოსკენ სწრაფვა, არამედ უკვე დიდი ხნის წინ გახდებოდნენ ევრაზიის ეკონომიკური კავშირის წევრები, იმის ნაცვლად, რომ არჩინოს და დაიცვას ჩამოშორებული უსარგებლო ტერიტორიები! ამიტომ სააკაშვილი და მისი გარემოცვა რუსეთზე კი არა, მის წინააღმდეგ მუშაობდნენ.

- რა მოხდება, თუკი ვაშაძე მაინც მოიგებს არჩევნებს?

- თუკი საქართველოს პრეზიდენტი გახდება იმ ადამიანის კანდიდატი და თანაპარტიელი, რომელიც საკუთარ მოქალაქეებს ხოცავდა, აფხაზებთან და ოსებთან შერიგების ყველა გეგმა შეგვიძლია, სამუდამოდ დავივიწყოთ, ისევე, როგორც რუსეთთან ურთიერთობის დარეგულირების შესაძლებლობა, რომელიც საქართველოს წინააღმდეგ სანქციებს შემოიღებს და აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საზღვრებს სარაკეტო დანადგარებით გაამაგრებს. საქართველოში ვაშაძის გამარჯვება საზოგადოებაში მკვეთრ დაპირისპირებას გამოიწვევს შეიარაღებულ კონფლიქტამდეც კი, ციხეებიდან გამოუშვებენ ახალი პრეზიდენტის მიერ შეწყალებულ შინაგან საქმეთა და საგარეო საქმეთა ყოფილ მინისტრებს - მერაბიშვილს და ახალაიას, რასაც მოუთმენლად ელოდებიან მათი ერთგული პროფესიონალი მკვლელების შეიარაღებული ზონდერგუნდები! საქართველოში სააკაშვილი შემოიჭრება, გამოცხადდება საგანგებო მდგომარეობა და კომენდანტის საათი. ამასთან დაკავშირებით რუსეთი საქართველოს რადიოლოკაციურ, საზღვაო, საჰაერო ბლოკადას გამოუცხადებს, კონტროლს დააწესებს რუსეთიდან სომხეთში მიმავალ სარკინიგზო და ავტომაგისტრალებზე. ამერიკელები, ნატო და თურქეთი შეეცდებიან, დაიცვან აზერბაიჯანიდან საქართველოს გავლით თურქეთში მიმავალი მილსადენები და ყარსი-ახალქალაქი-ბაქოს რკინიგზა. ანუ საქართველო 2012, 2003 ან სულაც 1990-იან წლებში იქნება გადასროლილი...

- და რას ჰპირდება საქართველოს ზურაბიშვილის პრეზიდენტობა?

- პატარ-პატარა სიხარულებს. საქართველოს პრეზიდენტი აღარ იქნება მთავრობის და პარლამენტის ოპონენტი და აღარ დაადებს ვეტოს ყველა კანონპროექტს. საქართველოს აღარ ეყოლება პირველი ლედი, რითაც სახელმწიფო ბიუჯეტი მოიგებს. ზურაბიშვილი უპრობლემოდ გადავა პრეზიდენტის ახალ რეზიდენციაში - ორბელიანის სასახლეში ათონელის ქუჩაზე, ხოლო სააკაშვილისეული ავლაბრის სასახლე გაიყიდება, რითაც ასევე ქართველი გადასახადის გადამხდელი მოიგებს.

- რისი იმედი აქვს სააკაშვილს, როცა ვაშაძის პირით გვპირდება პენსიის 2,5-ჯერ გაზრდას და ლარის კურსის დაბრუნებას მისი პრეზიდენტობის დროინდელ ნიშნულზე - 1,75 ერთ დოლარში?

- ისევე, როგორც 2004 წელს, ექსპროპრიაციის, მათ შორის - ივანიშვილის ქონების.

- სხვათა შორის, როცა ენმ ცნობილმა პარტიელებმა დატოვეს და „ევროპული საქართველო“ დააფუძნეს, ყველა დარწმუნებული იყო, რომ ბოკერია, უგულავა, ბაქრაძე და სხვა ლიდერები ივანიშვილმა გადაიბირა და ენმ გახლიჩა. გამოდის, რომ ეს ჭორები იყო, „ევროპული საქართველო“ ხომ მეორე ტურში ენმ-ს დაუჭერს მხარს? თუ მათ ივანიშვილი მოატყუეს - ფული გამოართვეს, მაგრამ სააკაშვილს არ გადაუდგნენ?

- მათი განზრახვის შესახებ - თევზიც მიირთვან და სააკაშვილისთბილ ადგილზეცმოკალათდნენ - მე მაშინვე განვაცხადე. ყოფილინაციონალებიარ არსებობენ! ნახეთ კოალიციისძალა ერთობაშიალოგო, რომლის კანდიდატიც არის ვაშაძე. დაინახავთ 11 ისარს, რომლებიც აშშ-ის გერბიდან არის გადმოღებული, ოღონდ აქ 13 კი არა, 11-ია.

- რატომ 11 და არა 10, კოალიციაში ხომ 10 პარტია შედის ენმ-ს თავკაცობით?

- იმიტომ, რომ წინასწარ იყო გათვალისწინებულიევროპული საქართველოსდაბრუნება სააკაშვილისეულ მშობლიურ წიაღში, რომელიც მათ ყასიდად დატოვეს!

 

2018 წლის 5 ნოემბერი