აქტუალური
სოციალურ ქსელში კამპანია #არამიშას დაიწყო

 საქართველო, 2 ნოემბერი, საქინფორმი. სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ დაიწყო კამპანია ჰეშთეგით #არამიშას.

კამპანია ონლაინ პორტალმა POSTV-მ წამოიწყო.

საზოგადოებისთვის ცნობილი ადამიანები ვიდეომიმართვებს წერენ და „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდში საკუთარ ან მათი ოჯახის წევრების ისტორიებს ყვებიან. ვიდეომიმართვების ავტორები განმარტავენ, რატომ არ უნდა დაბრუნდეს „ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლებაში.

ვიდეომიმართვის ჩაწერა და გაგზავნა ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია. ვიდეოები POSTV-ს გვერდზე ქვეყნდება.

ვიდეომიმართვა უკვე ჩაწერეს ბუტა რობაქიძის დედამ ია მეტრეველმა, გია კრიალაშვილის დამ ლია კრიალაშვილმა, სულხან მოლაშვილის მამამ თამაზ მოლაშვილმა, მსახიობებმა ლევან გოგორელიანმა და ზვიად ბლიაძემ, ჟურნალისტებმა შალვა რამიშვილმა და ვახტანგ კომახიძემ, 26 მაისის აქციის მონაწილეებმა და სხვებმა.