პოლიტიკა
დამნაშავე ისევ რუსეთია?! - ქართველი პოლიტიკოსები საბოლოოდ გაიხლართნენ პარანოიდული რუსოფობიის შეტევაში - საქინფორმი

 საქართველო, 2 ნოემბერი, საქინფორმი. „სრულიად გაურკვეველი და უცნობი საიტის ReportBlogs-ის წარმომავლობა არის საეჭვო და მასზე განთავსებული მასალა, რომელსაცნაციონალური მოძრაობისწარმომადგენელი ნიკა რურუა სოციალურ ქსელებში აზიარებს, წარმოადგენს .. ფეიკნიუსის კლასიკურ მაგალითს“, - აცხადებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური.

ლაპარაკია ინგლისურენოვან რესურს ReportBlog-ის პუბლიკაციაზე, რომელიც სააკაშვილის ექსმმართველი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, მისი რეჟიმის ბევრ დანაშაულში გარეულმა კულტურის ყოფილმა მინისტრმა ნიკა რურუამ გაავრცელა. პუბლიკაციაში, კერძოდ, ნათქვამია, რომ აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჯონ ბოლტონმა საქართველოში ცოტა ხნის წინანდელი ვიზიტის დროს, ვითომდა, მკაცრად გააფრთხილა ხელისუფლება - არავითარ შემთხვევაში არ გადასცენ აშშ-ში შეძენილი „ჯაველინები“ რუსეთის ფედერაციას. „აი, რა საფრთხე დაინახა ჩვენმა სტრატეგიულმა პარტნიორმა, რაც პირდაპირ მიუთითებს, რომ საქართველოში პრორუსული, მოღალატე ხელისუფლებაა, ისეთივე, როგორი პრეზიდენტობის კანდიდატიც შემოგვთავაზა!“, - კომენტარს უკეთებს ზემოაღნიშნულ პუბლიკაციას ნიკა რურუა.

ყველაზე გასაკვირია, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, ისევე, როგორც სხვა სახელმწიფო სტრუქტურები, თავის, მხრივ, აცხადებს, რომ სააკაშვილის უახლოესი თანამებრძოლი ნიკა რურუა ამ ინფორმაციის გავრცელებისას... რუსეთის ფედერაციის ინტერესებში და მისი დავალებით მოქმედებს! როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის წარმომადგენელი აცხადებს, მსგავსი დეზინფორმაციის გავრცელება და ტირაჟირება ემსახურება საქართველოს ოპონენტების და მტრების მხრიდან საზოგადოების შეცდომაში შეყვანას, როგორებადაც საქართველოში მხოლოდ რუსეთი და მისი ხელმძღვანელობა მიაჩნიათ. განსაკუთრებით მიუღებელია ის, რომ ამ ინფორმაციის მყისიერ და აქტიურ ტირაჟირებას, ისე რომ არც უფიქრდებიან საიტის საეჭვო წარმომავლობას, ახდენენ პოლიტიკოსები და ექსპერტები. ცალსახაა, რომ ამ სტატიის ავტორებს სურთ, ჩრდილი მიაყენონ საქართველო-ამერიკის სტრატეგიულ პარტნიორობას, ყველაზე მყარ და ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვან საგარეო მიმართულებას!

საეჭვო გახლავთ არა მხოლოდ აღნიშნული საიტის წარმომავლობა, არამედ ამ ინფორმაციის გავრცელების დროც. ჯონ ბოლტონის ვიზიტი საქართველოში იყო უაღრესად წარმატებული და აღნიშნული ვიზიტის შედეგად საქართველო-ამერიკის სტრატეგიული პარტნიორობა კიდევ უფრო ახალ მასშტაბებს შეიძენს”, – ნათქვამია უწყების პრესსამსახურის ინფორმაციაში.

აი, როგორ აბსურდამდე დაეშვნენ ქართველი პოლიტიკოსები პარანოიდული რუსოფობიის მორიგი შეტევისას, რისი ურთიერთდაბრალებაც საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნების პერიოდში ბრძოლის მთავარ იარაღად იქცა!