სამართალი
სპეციალური პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელმა ზვიად მიხანაშვილმა თანამდებობა დატოვა

 საქართველო, 1 ნოემბერი, საქინფორმი. იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, სპეციალური პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელმა ზვიად მიხანაშვილმა თანამდებობა დატოვა.

ინფორმაცია ამის შესახებ პირველ არხს იუსტიციის სამინისტროში დაუდასტურეს.

როგორც უწყებაში აცხადებენ, სპეციალური პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელი თანამდებობიდან საკუთარი განცხადების საფუძველზე გათავისუფლდა.

აღანიშნული სამსახურის ხელმძღვანელის ფუნქციებს დროებით იუსტიციის მინისტრის მოადგილე გიორგი პატარიძე შეითავსებს.

ზვიად მიხანაშვილი იუსტიციის მინისტრის მოადგილედ მთავრობაში განხორციელებული სტრუქტურული ცვლილებების შემდეგ დაინიშნა, მაშინ, როცა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო იუსტიციის სამინისტროსთან გაერთიანდა. მანამდე მიხანაშვილი სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის მოადგილე იყო.