აქტუალური
ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზით მგზავრთა გადაყვანა 2019 წლის მესამე კვარტლიდან დაიწყება

 საქართველო, 1 ნოემბერი, საქინფორმი. ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზით მგზავრთა გადაყვანა მომდევნო, 2019 წლის მესამე კვარტლიდან დაიწყება.

დახურულ სააქციო საზოგადოება აზერბაიჯანის რკინიგზაში ამბობენ, რომ აღნიშნული მიზნის განსახორციელებლად 2019 წლის პირველ კვარტალში აზერბაიჯანი შვეიცარიული კომპანია Stadler-ისგან ვაგონებს მიიღებს.

პირველ და მეორე ეტაპზე აზერბაიჯანი 10-10 ვაგონს ელოდება. Trend წერს, რომ რკინიგზის გახსნის შემდეგ ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზით 3 ათასი კონტეინერი გადაიზიდა.