უცხოეთი
უკანონო მიგრანტების შვილებს, რომლებიც აშშ-ში იბადებიან, შესაძლოა, მოქალაქეობა ავტომატურად აღარ მიენიჭოთ

 საქართველო, 1 ნოემბერი, საქინფორმი. უკანონო მიგრანტების შვილებს, რომლებიც აშშ-ში იბადებიან, შესაძლოა, მოქალაქეობა ავტომატურად აღარ მიენიჭოთ. აშშ-ის პრეზიდენტი ავტომატური მოქალაქეობის უფლების გაუქმებას აღმასრულებელი განკარგულებით გეგმავს.

„ჩვენ ვართ მსოფლიოში ერთადერთი ქვეყანა, სადაც ადამიანი ჩამოდის, ბავშვი უჩნდება და ბავშვი არსებითად არის აშშ-ის მოქალაქე ყველა სარგებლით. ეს სასაცილოა და უნდა შეიცვალოს. ეს აღმასრულებელი განკარგულებით მოხდება“, – აღნიშნა დონალდ ტრამპმა Axios on HBO-სთან ინტერვიუში.

1tv.ge