სამართალი
ცხრა წლის გოგონას მკვლელობის საქმეზე დაკავებულს ბრალი დაუმძიმდა

 საქართველო, 31 ოქტომბერი, საქინფორმი. გორში ცხრა წლის გოგონას მკვლელობის საქმეზე დაკავებულ .-ს ბრალი დაუმძიმდა. ამის შესახებ ჟურნალისტებს შს მინისტრის პირველმა მოადგილემ კახა საბანაძემ განუცხადა.

დაკავებულისთვის წარდგენილ ბრალს – სსკ-ის 109-ე მუხლის მესამე ნაწილის ბ. ქვეპუნქტს - დაემატა სსკ-ის 141-ე მუხლი.

არის ყველანაირი მტკიცებულება იმისთვის, რომ დადგეს გამამტყუნებელი განაჩენი და დამნაშავე დაისაჯოს კანონის სრული სიმკაცრით“, – განაცხადა საბანაძემ.

გორში ცხრა წლის ბავშვის მკვლელობაში ბრალდებული ი.ნ. წარსულში ნასამართლევია.