„ახალი მემარჯვენეები“ თვლიან, რომ თბილისის შემადგენლობაში შემავალ სოფლებში სასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწებზე ნორმატიული ფასების მომატება გაამწვავებს ისედაც მძიმე სოციალურ ფონს ქვეყანაში და კიდევ უფრო შეუწყობს ხელს ინფლაციისა და ფასების ზრდას.
„ახალი მემარჯვენეები“ 2006 წელს კატეგორიულად ვეწინაღმდეგებოდით დედაქალაქის გარშემო მდებარე სოფლების თბილისთან შემოერთებას და ვთვლიდით, რომ ეს უფრო მეტ პრობლემებს შეუქმნიდა ამ სოფლების მოსახლეობას, ვიდრე რაიმე სიკეთეს მოუტანდა. ხელისუფლება კი ამ ნაბიჯის გადადგმას ასაბუთებდა აღნიშნული სოფლების ინფრაქსტრუქტურის და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებაზე ზრუნვით.
„ახალი მემარჯვენეები“ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ხელისუფლებას გაითვალისწინოს, რომ ინფლაცია და ფასების ზრდა ძალიან მძიმე ტვირთად აწვება მოსახლეობას და გადადგას რეალური ნაბიჯები ამ პროცესის შესაჩერებლად: სასოფლო–სამეურნეო პროდუქციის წარმოება და გადამუშავება გაათვისუფლოს გადასახადებისგან და გააუქმოს განკარგულება მიწის გადასახადისა და შესასყიდი ფასების გაზრდის შესახებ.
დანართი
ქალაქ თბილისის მერიის 14 იანვრის დადგენილებით და ქალაქ თბილისის საკრებულოს 28 იანვრის გადაწყვეტილებით ქალაქ თბილისის მიმდებარე 22 სოფელში მიწის გადასახადი შეიცვალა და ასე განისაზღვრა (1 ჰექტარზე წელიწადში):
სასოფლო–სამეურნეო მიწები
ა) სათიბები და საძოვრები:
2009 წელი (იყო) 2011 წელი (არის)
ბუნებრივი სათიბი 6 ლარი 18 ლარი
ბუნებრივი საძოვარი 3 ლარი 15 ლარი (საშ. 4–ჯერ გაიზარდა)
გაკულტურებული სათიბი 8 ლარი 20 ლარი
გაკულტურებული საძოვარი 4 ლარი 16 ლარი (საშ. 3–ჯერ გაიზარდა)
ბ) სხვა სახის მიწები:
1. თბილისი
2009 წელი (იყო) 2011 წელი (არის)
კარგი მიწა 57 ლარი 100 ლარი
მწირი მიწა 31 ლარი 74 ლარი (საშ. 2–ჯერ გაიზარდა)
2. სააგარაკე სოფლები
კარგი მიწა 52 ლარი 95 ლარი
მწირი მიწა 27 ლარი 70 ლარი (საშ. 2–ჯერ გაიზარდა)
3. სხვა სოფლები
კარგი მიწა 39 ლარი 82 ლარი
მწირი მიწა 21 ლარი 64 ლარი (საშ. 2.5–ჯერ გაიზარდა)