უცხოეთი
ქართველი კანონიერი ქურდი „თენგო გალსკი“ წელს უკრაინიდან უკვე მეორედ გამოაძევეს

 საქართველო, 31 ოქტომბერი, საქინფორმი. დაკავებული ჩავიდა უკრაინაში ბინებისა და მანქანების ძარცვით დაკავებული დანაშაულებრივი დაჯგუფებების საქმიანობის კოორდინაციის მიზნით.

„კანონიერი ქურდი“ თენგო გალსკი (თენგიზ ჭარაია) უკრაინის ტერიტორიიდან მიმდინარე წლის განმავლობაში უკვე მეორედ გამოაძევეს, იუწყება РИА Новости უკრაინის შსს-ზე დაყრდნობით.

„ეროვნული პოლიციის სტრატეგიული საგამოძიებო დეპარტამენტის თანამშრომლებმა კიევის ოლქის სამიგრაციო სამსახურის სამმართველოსთან ერთად უკრაინის ტერიტორიიდან კანონიერი ქურდი მეტსახელად თენგო გალსკი გააძევეს“, - ნათქვამია განცხადებაში.

უწყების მონაცემებით, ამჟამად მამაკაცს უკრაინაში შესვლა 10 წლით აეკრძალა. მიმდინარე წლის აპრილში „კანონიერი ქურდი“ უკრაინიდან ერთხელ უკვე გამოაძევეს და ქვეყანაში შესვლა 5 წლით აუკრძალეს. „თუმცა შემდგომში ის უკანონოდ შემოვიდა ქვეყნის ტერიტორიაზე და კიევში ცხოვრობდა“, - აღნიშნეს შსს-ში.

პრესსამსახურის ინფორმაციით, თენგო უკრაინაში ჩავიდა ბინებისა და მანქანების ძარცვით დაკავებული დანაშაულებრივი დაჯგუფებების საქმიანობის კოორდინაციის მიზნით.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ 34 წლის „კანონიერ ქურდ" თენგიზ ჭარაიას, რომელიც კრიმინალურ სამყაროში „თენგო გალსკის" სახელითაა ცნობილი, თბილისის საქალაქო სასამართლომ 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

უწყებაში აღნიშნეს, რომ „თენგო გალსკი" 2016 წლის დეკემბერში უკვე დააკავეს კიევის პოლიციის თანამშრომლებმა და ქვეყნიდან გამოაძევეს, ასევე აუკრძალეს უკრაინაში სამი წლის განმავლობაში შესვლა, თუმცა მან საზღვარი მაინც უკანონოდ გადაკვეთა და კიევში ჩავიდა.

sputnik-georgia.com