უცხოეთი
წლიდან წლამდე სულ უფრო მეტ ქართველს სურს აშშ-ში წასვლა

 საქართველო, 31 ოქტომბერი, საქინფორმიყოველ წელს აშშ-ში საცხოვრებლად სულ უფრო მეტ ადამიანს სურს გადასვლა არა მხოლოდ საქართველოდან, არამედ მთელი მსოფლიოდან.

საქართველოს იმ მოქალაქეების რიცხვი, რომელთაც აშშ-ში სურთ საცხოვრებლად წასვლა, წლიდან წლამდე იზრდება, ასეთია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი სტატისტიკა.

საქართველოდან 2018 წელს ლატარიის დივერსიფიკაციაზე – ვიზების გათამაშების პროგრამაზე, რომელიც აშშ-ის მცხოვრების სტატუსის მიღების უფლებას იძლევა, შეტანილი იყო 122 ათასზე მეტი განაცხადი. აქედან დაკმაყოფილდა 1195 განაცხადი. თუ ამ მაჩვენებელს წინა წლის მაჩვენებელს შევადარებთ, 2017 წელს შესული იყო 99 ათასზე ოდნავ მეტი განაცხადი, 2016 წელს - დაახლოებით 74 ათასი. საქართველოში სულ 3,7 მლნ ადამიანი ცხოვრობს.

უნდა აღინიშნოს, რომ წასვლის მსურველთა რაოდენობა იზრდება სწორედ 2016 წლიდან მოყოლებული. მანამდე ლატარიაში ყოველწლიურად 50 ათასზე ნაკლები ადამიანი მონაწილეობდა.

ასეთი ტენდენცია შეინიშნება მთელ მსოფლიოში. გამონაკლისს არ წარმოადგენენ ასევე საქართველოს მეზობელი ქვეყნები.

 ქვეყანა  განაცხადების
 რაოდენობა 2016 წელს 
 განაცხადების
 რაოდენობა 2017 წელს  
 განაცხადების
 რაოდენობა 2018 წელს 
 სომხეთი 168115 226545 267067
 აზერბაიჯანი  54193 72993 124051
 რუსეთი 274746 332069 434353
 თურქეთი 245493 316226 406929


ყველაზე მეტი განაცხადი აშშ-ში ვიზისთვის შევიდა განადან – 2,22 მლნ, ირანიდან – 1,62 მლნ, ეგვიპტიდან – 1,27 მლნ, ნეპალიდან – 1,18 მლნ, ეთიოპიიდან – 1,05 მლნ.

აშშ-ის კონგრესის მითითებით შექმნილ პროგრამას Diversity Immigrant Visa ყოველწლიურად ახორციელებს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი და ის ყოველ წელს 55 ათასამდე ვიზის გაცემას ითვალისწინებს პირებისთვის იმიგრაციის დაბალი დონის ქვეყნებიდან. თითოეულ სახელმწიფოს შეუძლია მიიღოს გასაცემი ვიზების არაუმეტეს 7%-სა.

განმცხადებლების შერჩევა თავისუფალი გზით, კომპიუტერის მეშვეობით ხორციელდება. ვიზები ნაწილდება ექვს გეოგრაფიულ რეგიონს შორის. იმ სახელმწიფოების მოქალაქეებზე, საიდანაც აშშ-ში 50 ათასზე მეტი იმიგრანტი ჩავიდა ბოლო ხუთ წელიწადში, ვიზები გათვალისწინებული არ არის.

sputnik-georgia.com