აქტუალური
ბათუმში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა გრიგოლ ვაშაძემ თავის ყველა კონკურენტს გაუსწრო

 საქართველო, 30 ოქტომბერი, საქინფორმი. ბათუმშიერთიანი ნაციონალური მოძრაობისწევრმა გრიგოლ ვაშაძემ თავის ყველა კონკურენტს გაუსწრო.

ბათუმში საპრეზიდენტო არჩევნები დიდი სხვაობით ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრმა, გაერთიანებული ოპოზიციის ძალა ერთობაშია კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ მოიგო.

ვაშაძეს ხმა მისცა ამომრჩევლების 44,82-მა პროცენტმა, ხოლო სალომე ზურაბიშვილმა, რომელსაც მხარს უჭერს მმართველი პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ ხმების 33,88% მიიღო.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) წინასწარი მონაცემები უბნების 99,95%-ის შედეგების დათვლის შედეგად ამგვარია: საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი იღებს ხმების 38,63%-ს, ხოლო მისი კონკურენტი გრიგოლ ვაშაძე – 37,74%-ს.

ცესკო საბოლოო შედეგებს გამოაქვეყნებს არაუგვიანეს 17 ნოემბრისა, ხოლო ერთი კვირის შემდეგ გაიმართება საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური.

არჩევნების პირველივე ტურში გამარჯვებისთვის კანდიდატმა უნდა მიიღოს არჩევნებზე მისულ ამომრჩეველთა ხმების 50%-ზე მეტი, ხოლო მეორე ტურში გამარჯვებული იქნება ის, ვინც მეტ ხმას მიიღებს.