აქტუალური
ავღანეთში მყოფმა ქართველმა სამხედროებმა მხარი დაუჭირეს სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურას

 საქართველო, 29 ოქტომბერი, საქინფორმი. ავღანეთში, მაზარი-შარიფის უბნის შედეგებით, დამაჯერებელი გამარჯვება აქვს მოპოვებული სალომე ზურაბიშვილს, – ამის შესახებ მაზარი-შარიფის მე-2 საარჩევნო უბნის კომისიის წევრმა ხათუნა ხოფერიამ პირველ არხთან საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილის გამარჯვება საქართველოს გამარჯვებაა.

ავღანეთში კენჭისყრის პროცესი დასრულდა ისე, რასაც ველოდი. ერთ-ერთ უბანზე გაიმარჯვა სალომე ზურაბიშვილმა, ანუ გაიმარჯვა საქართველომ. დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ბიჭებს, რომლებიც   მოდიოდნენ და თავიანთ მოქალაქეობრივ ვალს იხდიდნენ. ეს არის მაზარი-შარიფის უბნის შედეგები და დამაჯერებელი გამარჯვება აქვს ქალბატონ სალომეს მოპოვებული. ახლა ყველაფერი დაითვლება და სჯობს, პროცენტული მაჩვენებლები ოქმის მიხედვით მოგაწოდოთ. მე, უბრალოდ, გითხარით ის, რაც დავთვალეთ და რაც დაფიქსირდა. პირადად რაც დავთვალე, სადღაც 50 პროცენტზე მეტია. მეორე საარჩევნო უბანი ბევრად დიდია და ახლა მიმდინარეობს მის დათვლა. ფაქტი ერთია, რომ ავღანეთში მყოფმა სამხედროებმა მხარი დაუჭირეს საქართველოს პრეზიდენტად სალომე ზურაბიშვილს“, - განაცხადა ხათუნა ხოფერიამ.