რელიგია
25-27 თებერვალს ანჩისხატის ეკლესიის ეზოში არსებულ ფონდ „ლაზარეში“ პატრიარქის მომავალი ნათლულების რეგისტრაცია გაიმართება.
შეგახსენებთ, რომ ქვეყანაში, დემოგრაფიული მდგომარეობის გამოსწორების მიზნით, 2008 წელს, ნათლისღების დღესასწაულზე, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ახალ ტრადიციას ჩაუყარა საფუძველი, რომლის თანახმად, მშობლების სურვილის შემთხვევაში იგი ჯვარდაწერილ ოჯახში დაბადებული ყოველი მესამე და მომდევნო შვილის ნათლია ხდება.
ამ დროისთვის საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე 7 700-ზე მეტი ბავშვის ნათლიაა.