უცხოეთი
დონალდ ტრამპი მიიჩნევს, რომ არჩევნებში მისი გამარჯვება რუსეთისთვის ყველაზე ცუდი მოვლენაა

 საქართველო, 29 ოქტომბერი, საქინფორმი. დონალდ ტრამპი მიიჩნევს, რომ არჩევნებში მისი გამარჯვება რუსეთისთვის ყველაზე ცუდი მოვლენაა. ამის შესახებ თეთრი სახლის ლიდერმა ჩრდილოეთ კაროლინის შტატში წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში გამართულ აქციაზე სიტყვით გამოსვლის დროს ისაუბრა.

„არჩევნებში ჩემი გამარჯვება ყველაზე ცუდი რამ არის, რაც რუსეთს გადახდომია. თუმცა ამავე დროს, ჩვენ საერთო ენა უნდა გამოვნახოთ რუსეთთან, ჩინეთთან, ჩრდილოეთ კორეასთან და იაპონიასთან“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა ამომრჩეველთან შეხვედრის დროს და აღნიშნა, რომ ჰელსინკიში მას ვლადიმერ პუტინთან კარგი შეხვედრა ჰქონდა.

ამერიკის შეერთებულ შტატებში შუალედური არჩევნები 6 ნოემბერს არის დაგეგმილი. არჩევნების შედეგად 435 მანდატიანი წარმომადგენელთა პალატის გადახალისება მოხდება.

1tv.ge