აქტუალური
არჩევნებზე აქტივობა 46,74% იყო, კენჭისყრაში მონაწილეობა 1 637 956-მა ადამიანმა მიიღო

 საქართველო, 29 ოქტომბერი, საქინფორმი. 2018 წლის არჩევნებზე მოსახლეობის აქტივობა 46,74% იყო. არჩევნებში მონაწილეობა სულ 1 637 956-მა ამომრჩეველმა მიიღო. ცესკომ 20:00 საათის მონაცემები გაავრცელა. ყველაზე მაღალი აქტივობა იყო ქედაში (64,74%), ხოლო ყველაზე დაბალი - მარნეულში (36,47%). რაც შეეხება თბილისს, ამომრჩევლის აქტივობამ 45,4% შეადგინა.

როგორი იყო ამომრჩევლის აქტივობა წინა წლებში

2013 წელი 46,6% - 1 648 662 ადამიანი;

2014 წელი 43,31% - 1 485 372 ადამიანი;

2016 წელი 51,63% - 1 814 276 ადამიანი;

2017 წელი 45,65% - 1 570 563 ადამიანი;

ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 3 518 877 იყო. მათ შორის, საზღვარგარეთ არჩევნებისთვის რეგისტრირებული პირები, აქედან, 14 795 საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად საზღვარგარეთ მისამართზე რეგისტრირებული მოქალაქე.

მთელი ქვეყნის მასშტაბით ყველა საარჩევნო უბანი 20:00-ზე დაიხურა.