აქტუალური
15:00 საათის მონაცემებით, სამგორში არჩევნებში მონაწილეობა 38 464-მა ამომრჩეველმა მიიღო

 საქართველო, 28 ოქტომბერი, საქინფორმი. 15:00 საათის მონაცემებით, სამგორში ამომრჩეველთა აქტივობამ 26,52 პროცენტი შეადგინა. 145,021 ამომრჩევლიდან მონაწილეობა 38 464-მა ამომრჩეველმა მიიღო.

სამგორში სულ 115 უბანია გახსნილი.

როგორც პირველი არხის ჟურნალისტი ადგილიდან იტყობინება, დაიწერა რამდენიმე საჩივარი, თუმცა ყველა მათგანი არის მცირე პროცედურული დარღვევის შესახებ. საარჩევნო უბნები ზუსტად 08:00 საათზე გაიხსნა.