უცხოეთი
ჰილარი კლინტონისა და ბარაკ ობამასთვის გაგზავნილ წერილებში ასაფეთქებელი მოწყობილობები აღმოაჩინეს

 საქართველო, 26 ოქტომბერი, საქინფორმი. ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილ სახელმწიფო მდივან ჰილარი კლინტონსა და ექსპრეზიდენტ ბარაკ ობამას ასაფეთქებელი მოწყობილობები გაუგზავნეს. ინფორმაციას საიდუმლო სამსახური ავრცელებს.

ასაფეთქებელი მოწყობილობები უსაფრთხოების სამსახურმა წერილების შემოწმების დროს აღმოაჩინა.

მომხდართან დაკავშირებული სხვა დეტალები ჯერ უცნობია.

1tv.ge