პოლიტიკა
ივანიშვილი: ზურაბიშვილი პრეზიდენტობის ღირსეული კანდიდატია

 საქართველო, 25 ოქტომბერი, საქინფორმი. ქვეყნის დემოკრატიულ ინსტიტუტებზე დადებითად აისახება პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატის მხარდაჭერა, და არა საკუთარი კანდიდატის წამოყენება, განაცხადა მმართველი პარტია ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს დამფუძნებელმა და თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა.

მმართველმა პარტიამ მხარი დაუჭირა ყოფილ საგარეო საქმეთა მინისტრს, პარლამენტის დეპუტატ სალომე ზურაბიშვილს. მისი მთავარი კონკურენტები არიან ნაცმოძრაობის წევრი გრიგოლ ვაშაძე, რომელსაც მხარს უჭერს გაერთიანება ძალა ერთობაშია და კანდიდატი პარტიიდან ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვისდავით ბაქრაძე.

ჩემი თანაგუნდელები დავარწმუნე, რომ ჩვენი კანდიდატი არ უნდა წამოგვეყენებინა. რადგან ზეპარტიული კანდიდატი დემოკრატიული ინსტიტუტებისთვის უფრო საინტერესო იქნებოდა, ვინაიდანქართულ ოცნებასხელისუფლებაში საკმარისად ჰყავს თავისი წარმომადგენლები - პარლამენტი, მთავრობა, ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოები“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა სამ ჟურნალისტთან ინტერვიუს დროს განაცხადა.

მან მოუწოდა „ქართული ოცნების“ ცალკეულ წევრებს „არ იკეკლუცონ“ და პარტიის პოლიტიკას პატივი სცენ.

ძალიან ღირსეული კანდიდატია სალომე ზურაბიშვილი და ის ძალიან ბევრს იმსახურებს... არის დიდი ალბათობა, რომ პირველსავე ტურში გაიმარჯვოს. მინდა, მივმართო ყოფილ მხარდამჭერებს და მხარდამჭერების იმ ნაწილს, რომელიც მერყეობს სალომე ზურაბიშვილთან დაკავშირებით, რომ ის არის ძალიან ღირსეული კანდიდატი და ძალიან გთხოვდით, რომ აქტიურები იყავით 28-ში“, - განაცხადა ივანიშვილმა.

საპრეზიდენტო არჩევნები საქართველოში 28 ოქტომბერს გაიმართება. რეგისტრაცია 25-მა კანდიდატმა გაიარა.