საზოგადოება
გორში საპრეზიდენტო კანდიდატ გრიგოლ ვაშაძის საწინააღმდეგო პლაკატები გააკრეს

 საქართველო, 24 ოქტომბერი, საქინფორმი. გორის ქუჩებში ნაციონალური მოძრაობის საპრეზიდენტო კანდიდატის გრიგოლ ვაშაძის საწინააღმდეგო პლაკატები გააკრეს. პლაკატებზე, რომლებიც საბჭოთა პროპაგანდისტული პლაკატების სტილშია გადაწყვეტილი, გრიგოლ ვაშაძე ვლადიმერ პუტინთან ერთადაა გამოსახული. სააგიტაციო ფურცლები სტალინის სახლ-მუზეუმთან და გორის ცენტრალურ ქუჩებში, ვაშაძის პლაკატებზეა გადაკრული. ასეთივე პლაკატები გორის გარდა შიდა ქართლის ოთხივე მუნიციპალიტეტში გააკრეს.

გამოსახულების მიხედვით, პუტინიირჩევს გრიგოლ ვაშაძეს“. სახელისუფლებო გუნდის ნამოქმედარს უწოდებენ მომხდარს გაერთიანებული ოპოზიციის გორის რაიონულ ორგანიზაციაში.

ყველა კვლევებით, შიდა ქართლში სალომე ზურაბიშვილს ყველაზე დაბალი რეიტინგი აქვს. სწორედ ამას მოჰყვა ეს ფაქტი. გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო პლაკატებზეა გადაკრული ეს ანტისაარჩევნო პლაკატები და ეს აქტი შიდა ქართლის გუბერნატორის თაოსნობით დაიგეგმა. პანიკაშია სამთავრობო გუნდი და ეს მაგის მანიშნებელია”, – აცხადებს გაერთიანებული ოპოზიციის შიდა ქართლის ორგანიზაციის ხელმძღვანელი ბადრი ბასიშვილი.