რედაქტორისგან
არნო ხიდირბეგიშვილი: ფოსტალიონ პეჩკინის ტაქტიკა, ანუ რატომ უყვარს სააკაშვილს დედა

 საქართველო, 24 ოქტომბერი, საქინფორმი. რუსული ტელეარხების ახალი ამბების გამოშვებებმა საქინფორმის მთავარ რედაქტორს ჰკითხეს - რით არის გამოწვეული „აღმოჩენებით“ სავსე მიხეილ სააკაშვილის ინტერვიუ უკრაინულ ტელეარხს „1+1“-ს.

     „ვცნობ „ძმა მიშას - ლეიტენანტ შმიდტის შვილს“! ეს წინასაარჩევნო „ფეიკი“ გახლავთ, რომელსაც ერთდროულად რამდენიმე მიზანი აქვს. არაჩვეულებრივმა პიარტექნოლოგმა სააკაშვილმა ფოსტალიონ პეჩკინის ტაქტიკა აირჩია: „რატომ ვიყავი ბოროტი? იმიტომ, რომ ველოსიპედი არ მქონდა!“. განაცხადა რა, რომ ამსტერდამში ცხოვრება ძალიან ძვირია, რის გამოც ველოსიპედზე გადაჯდა, მიშა ამბობს, რომ ის შეიცვალა - მოკრძალებული გახდა, ანუ ხელისუფლებაში მისი დაბრუნების შემთხვევაში საქართველოში წამება და მკვლელობები აღარ იქნება; რომ ის კარგ სპორტულ ფორმაშია, როგორც სახელმწიფოს მომავალ ხელმძღვანელს შეეფერება; რომ ის კრისტალურად პატიოსანია და ფული საერთოდ არ აქვს, მილიარდერი ივანიშვილისაგან და დღევანდელი ქართველი ხელმძღვანელებისაგან განსხვავებით, რომლებმაც მდიდრული ვილები აიშენეს (რომელთა აეროგადაღებას დრონიდან ყოველდღე გადმოსცემს მისი ტელეკომპანია „რუსთავი-2“). სწორედ ხელისუფალთა სასახლეების დემონსტრირებიდან „გაიჭრა“ იუსტიციის მინისტრი მიხეილ სააკაშვილი 2003 წელს საქართველოს პრეზიდენტად, და თავისი კეთილისმყოფელი შევარდნაძე ჩამოაგდო!

     სიღარიბეზე, მოკრძალებულობასა და პატიოსნებაზე უნდა მეტყველებდეს იმის აღიარებაც, რომ ფინანსურად დედა - გიული ალასანია ეხმარება. გარდა ამისა, ეს ხაზს უსვამს, რომ მას ძალიან უყვარს დედა, რაც ქართველებისთვის საკრალურად მნიშვნელოვანია, რომ ის - სამაგალითო შვილია. ფროიდის მიხედვით, ანუ - სრულიად პირიქით უნდა გავიგოთ მისი დაპირება, მალე ჩამოვალ საქართველოშიო. სააკაშვილი ცხოველურ შიშს ჰყავს შეპყრობილი, რომ ჟვანიას და პატარკაციშვილის მკვლელობები გახსნილად გამოცხადდება, ამიტომაც საქართველოში, ანუ, დღევანდელი ხელისუფლების პირობებში - ციხეში ძალით ვერ შემოათრევთ! მიუხედავად მისი აღიარებისა, რომ ამსტერდამში საშინლად მოწყენილია... „აჰა, - იფიქრებს ჩამოუყალიბებელი ამომრჩეველი, - რაკი წითელი ფარნების კვარტალის ქალაქში მოწყენილია, ესე იგი ლოველასი მიშა დადინჯებულა და სამაგალითო მეოჯახე გამხდარა! ანუ, ყველა ქალს დევნას აწი აღარ დაუწყებს და ჩვენზე, უბრალო ხალხზე მეტს იფიქრებს! იქნებ მიგვეცა მისი კანდიდატისთვის?“.

 

არნო ხიდირბეგიშვილი
2018 წლის 24 ოქტომბერი
საქართველო, თბილისი, საქინფორმი