საზოგადოება
საქართველოში დაბრუნებული ემიგრანტები ისევ უცხოეთში ბრუნდებიან.
"ჩვენი არასამთავრობო ორგანიზაცია 2010 წლის მარტში დაფუძნდა. მასში 1800 საქართველოში დაბრუნებული ემიგრანტი გაერთიანდა. ყველა მათგანი მიხეილ სააკაშვილის სიტყვებს ენდო და სამშობლოში ჩამოვიდა, მაგრამ პრეზიდენტის დაპირება არ შესრულდა და ისინი უმუშევრები დარჩნენ," - განაცხადა ზვიად ყუშიტაშვილმა.
საქინფორმის კორესპონდენტი ერთ-ერთ ემიგრანტს დაუკავშირდა, რომელმაც განაცხადა:
"საერთოდ არ მინდა ამ თემაზე საუბარი. უბრალოდ, ერთს ვიტყვი: ვერ ვიტან, როდესაც თავს მოტყუებულად ვგრძნობ, მე კი პრეზიდენტმა მომატყუა!"